ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 21:03 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C clear sky

„უკრაინამ შესაძლოა დაკარგოს მიწების ნახევარი, თუ რუსეთთან კონფლიქტი გაგრძელდება“ – ვიქტორ ორბანი

„უკრაინამ შესაძლოა დაკარგოს მიწების ნახევარი, თუ რუსეთთან კონფლიქტი გაგრძელდება“, – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის სამოქალაქო კავშირის დახურულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, დასავლეთის ჩარევის შემდეგ ადგილობრივი კონფლიქტი გლობალური გახდა, რის გამოც შეიარაღებული შეტაკებები შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს.

ასევე, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს კიდევ ერთხელ უწოდა გასროლა საკუთარ ფეხში, რადგან მათ გამო ამ ზამთარში ევროპული ინდუსტრიის 40%-მდე გაჩერდა შეიძლება. მანამდე ორბანმა ევროპა შეადარა ჯუჯას, რომელიც ენერგეტიკულ გიგანტს ებრძვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაეფექტურობად გამოაცხადა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები