ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:07 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან – გერმანიის პრეზიდენტი

უკრაინულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„თქვენ არ შეგიძლიათ, უკრაინის ნაცვლად გადაწყვიტოთ. უკრაინამ უნდა თქვას, როდის სურს ასეთი მოლაპარაკებები და მიაჩნია, რომ ისინი პერსპექტიულია“ – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება არ ხდება იმისთვის, რომ აიძულონ უკრაინა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების მუდმივი მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლებიც მანამდე არ დაეხმარნენ უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ The Washington Post-ის ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თითქოს სთხოვს უკრაინის ხელმძღვანელობას, „გამოავლინოს ღიაობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები