ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 19, 2025 13:25 საათი

თბილისი

Aug 19 - Tue
Tbilisi, GE
33°C clear sky

უკრაინაში აშშ-ის იარაღის გაგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებას ხელს არ მისცემს- დიმიტრი პესკოვი

„უკრაინაში აშშ-ის იარაღის გაგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებას ხელს არ მისცემს“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამბავს The Guardian იუწყება.

მისი თქმით, აშშ-ის მსგავს ქმედებას რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე დიდი ალბათობით, უარყოფითი გავლენა ექნება.

დიმიტრი პესკოვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს დაესწრება თუ არა იგი G20-ის მომავალ სამიტს, რომელიც ინდონეზიაში, ნოემბერში იგეგმება.

„გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის