უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სამოქალაქო და სამთავრობო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები დაიწყო. ეს უშუალო საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარში გადავიდნენ და დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა სახმელეთო ტრანსპორტით, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.