ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 26, 2025 02:48 საათი

თბილისი

Aug 26 - Tue
Tbilisi, GE
23°C few clouds

უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას, პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მიზნების მიღწევას – პესკოვი

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა.

პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ რუსეთის ფედერაციის მიზნების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„არანაირი წინასწარი კონტაქტები ამასთან დაკავშირებით არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე იმ მიზნების მიღწევის გზით, რაც რუსეთს აქვს დასახული“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის