ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2025 19:47 საათი

თბილისი

May 3 - Sat
Tbilisi, GE
18°C few clouds

უკრაინაში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტმა საათ-ნახევარი გაატარა ბომბის თავშესაფარში, რადგან საჰაერო განგაში ჩაირთო

სამშაბათს, 25 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის დროს, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საათ-ნახევარი გაატარა თავშესაფარში კორიუკოვკაში, ჩერნიგოვის რეგიონში, რადგან საჰაერო განგაში ჩაირთო.

შტაინმაიერის პრესმდივნის, სერსტინ გამელინის თქმით, იგი გაესაუბრა კორიუკოვკას მცხოვრებლებს, რომლებიც გერმანიის პრეზიდენტთან ერთად იმავე თავშესაფარში აღმოჩნდნენ.

„ჩვენ ამას თითქმის ყოველდღე ვაწყდებით“, –  უთხრეს ქალებმა შტაინმაიერს და აღნიშნეს, რომ ისინი ხშირად უგულებელყოფენ განგაშის ხმას.

ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში სამშაბათს, 25 ოქტომბერს, ჩავიდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის