რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიერ კიევისთვის საშობაოდ შეთავაზებული ზავით, კიევმა ქრისტიანული წყალობაზე უარი თქვა.
მედვედევის თქმით, კიევის მიერ შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტით, მოსკოვისთვის მხოლოდ ნაკლები პრობლემები აქვს.
„დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს და მათმა ლიდერებმა ეს არ მიიღეს.. ვფიქრობ, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც მათი უარი გაიგეს. ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა“, – აცხადებს მედვედევი.
მანვე დასძინა, რომ დასავლეთის მიერ კიევის სწავლება სწორედ ამაზეა დაფუძნებული და ის გაგრძელდება.