ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 12:48 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
25°C clear sky

უკრაინელი ლტოლვილების 79%-ს ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება სურს – გამოკითხვა

ლტოლვილთა 79% ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.ინფორმაციას უკრაინული მედია რაზუმკოვის ცენტრის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოკითხვაშია აღნიშნული, მხოლოდ 10% – არ გეგმავს დაბრუნებას, ხოლო 11% – ყოყმანობს.

გამოკითხულთა 89%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს, მხოლოდ 1%-ს არ სჯერა, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

გაეროს მონაცემებით, 3 აპრილის მდგომარეობით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 4,2 მილიონს გადააჭარბა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები