ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 01:54 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი რუსების მხარეს გადავიდა და მარიუპოლიდან ხალხის გასვლას აკონტროლებს

უკრაინის პოლიციის გენერალი ვიაჩისლავ აბროსკინი წერს, რომ მარიუპოლში, კალმიუსკის პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი რუსების მხარეს გადავიდა. მისი თქმით, ის უკვე დგას საგუშაგოზე და ქალაქიდან ხალხის გასვლას აკონტროლებს.

„რუსი ოკუპანტების მხარეს გადასული დონეცკის პოლიციელის გვარს რომ ვისმენ, ჯერ წყენა მიჩნდება, მერე მძვინვარებს სიძულვილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს ნაძირალა უკვე დგას საგუშგოზე და აკონტროლებს ქალაქიდან ხალხის გასვლას. ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი.

ერთხელ ვუთხარი უკვე გარდაცვლილ პოლკოვნიკს, რომ ვალენტინ პოპოვი სულიერად ძალიან სუსტია. საწინააღმდეგოში დამარწმუნა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ის მხოლოდ სულით სუსტი კი არა, მოღალატე და ნაძირალაა, რომელმაც თავისი ლიდერების შეურაცხყოფით ცხოვრების მარტივი წესი დაარღვია – ადამიანობა.

ყველამ, ვინც მარიუპოლელებს ეხმარება ქალაქიდან გასვლაში, აუცილებელია, გაითვალისწინოს მოღალატის ყოფნა რუსი ოკუპანტების ბლოკადაში!“, – წერს აბროსკინი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები