უკრაინა საშიში ქვეყანაა, უკრაინელები ევროკავშირში არ უნდა მიიღონ, რადგან მაშინ „უკრაინელი თაღლითების“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთული იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, საბანკო თაღლითობის 80% უკრაინიდან მოდის, ამიტომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ.
„ყველა, ვისაც საბანკო ბარათი აქვს, საშიშროების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვართ მორწმუნე, პატიოსანი ხალხი, ჩვენი მოტყუება ადვილად შეიძლება. ისინი ჩვეულებრივ ხალხს ატყუებენ“, – აღნიშნა ორბანმა.
ორბანის თქმით, ყოველწლიურად ამ გზით ხალხისგან 8 მილიარდ ფორინტს იპარავენ, საიდანაც ხელისუფლებამ 1.5 მილიარდი დააბრუნა.
როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმში უკვე 1.6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ეს არ უნდა დავუშვათ. უკრაინის ევროკავშირში მიღება ტრაგედია იქნება, ამას მილიონობით უნგრელი იგრძნობს. იქ დანაშაული და მაფიაა“, – დასძენს უნგრეთის პრემიერი.