ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

უკრაინის მთავრობამ წვევამდელების სამხედრო აღრიცხვის ახალი პროცედურა დაამტკიცა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა წვევამდელების, სამხედრო სამსახურსა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის ახალი პროცედურა დაამტკიცა.

მანამდე უმაღლესმა რადამ, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით, 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

18-იდან 60 წლამდე მამაკაცებისთვის საომარი მდგომარეობის პერიოდში უკრაინის ტერიტორიის დატოვება კვლავ აკრძალულია.

უკრაინის მიერ მიღებული ახალი წესებით, წვევამდელების, სამხედრო სამსახურში მყოფთა პირთა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები პერსონალური ჩანაწერების ნუსხებით.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები