რუსეთის ომი უკრაინაში სულ უფრო გამანადგურებელ და სისხლიან საქმედ იქცა, სადაც თითოეული მხარე აზარალებს მეორეს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ბოლო მიღწევები აქვს, მაგრამ მათ ასევე განიცადეს წარუმატებლობები.
მთლიანობაში, რუსეთი კვლავ დომინანტურ ძალად რჩება და ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა – მაგრამ არ ყოფილა სწრაფი გამარჯვება, როგორც იყო ეს დაგეგმილი, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე.
აქ, ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ზოგიერთ საკითხს, რამაც შესაძლოა შედეგი გადაიხადოს რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
მოგება და ზარალი
სამხრეთით, რუსეთმა გაწმინდა წინააღმდეგობის ბოლო პოზიციები საპორტო ქალაქ მარიუპოლში,
ხოლო ჩრდილოეთით, უკრაინულმა კონტრშეტევამ წარმატებით გააბრუნა რუსული ძალები ქალაქ ხარკოვიდან.
რუსეთი დონბასში მცირე, მაგრამ სტაბილურ წინსვლას ახორციელებს, ეს მისი შეტევის განახლებული ფოკუსა, თუმცა რუსეთმა ასევე განიცადა წარუმატებლობები, განადგურდა ათობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე სივერსკი-დონეცის გადაკვეთას.
რუსეთის უპირატესობა – არტილერია
აღმოსავლეთში, თითოეული მხარე ახორციელებს მძიმე დარტყმებს არტილერიის გამოყენებით. ბენ ბარი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ბრიგადირი, რომელიც ახლა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტშია, ამბობს, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება დონბასის ბრძოლაში.
მისი პროგნოზით, არტილერია იქნება ორივე მხარის მსხვერპლის მთავარი მიზეზი, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში. დასავლელი ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ რუსეთის მნიშვნელოვან დანაკარგებს, მაგრამ მათ ნაკლებად სურთ უკრაინელთა მსხვერპლის შესახებ შეფასებების გაკეთება.
დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინა უიარაღო რჩება
უკრაინა ახლა იღებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ მძიმე იარაღს – მათ შორის აშშ-ის M777 ჰაუბიცებს. მას ასევე გაუგზავნეს კონტრსაარტილერიო სარადარო სისტემები – რათა დაეხმარონ რუსეთის საარტილერიო ხაზების პოვნასა და მიზანში ამოღებაში. მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინა კვლავ ნაკლებ იარაღზე რჩება.
ტაქტიკა
რუსეთი იყენებს თავის საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებს, უკრაინული ძალების გასანადგურებლად, რომლებიც გამაგრებულნი არიან საფორტიფიკაციო ნაგებობებში – კარგად მომზადებული თავდაცვითი ხაზების გასწვრივ. რუსეთი ახორციელებს ზეწოლას ორი ძირითადი მიმართულებიდან – ჩრდილოეთით იზიუმიდან და დასავლეთიდან ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო. რუსებმა ორივე მიმართულებით წინსვლას მიაღწიეს.
რუსეთი “ცდილობს უკრაინის სისხლისგან დაცლას”, აიძულებს მას ძალების კონცენტრირება მოახდინოს საკვანძო პუნქტებზე, რომლებიც შემდეგ შეიძლება მისი არტილერიის სამიზნე იყოს. სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინას, საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მსხვერპლი ექნება.
თუმცა, მისი თქმით, უკრაინა კვლავ შეძლებს გამოიყენოს დონბასში მდებარე ურბანული ტერიტორიები, რათა შეანელოს რუსეთის წინსვლა ქალაქებიდან ქალაქებში, როგორც ეს მოხდა მთელი ომის განმავლობაში. ურბანული ტერიტორიები ხელს უწყობს უკრაინელ დამცველებს თავდაცვაში.
კიდევ ერთხელ, როგორც მარიუპოლში, რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება წინააღმდეგობის შემცირებას მასობრივი საარტილერიო დარტყმების გამოყენებით, ახლა უკვე ნაცნობი ნიმუშით. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთი დონბასის რეგიონი “მთლიანად განადგურდა” და იქ ცხოვრება “ჯოჯოხეთად” შეაფასა. ზელენსკიმ დასძინა რომ ეს კიდევ უფრო გაუარესდება.
რუსეთის “ფრანკენშტეინის ძალები”
სამხედრო ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ რუსეთს არ გააჩნია ჯარის ის რაოდენობა, რომელიც მას სჭირდება აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი წინსვლისთვის. ხარკოვისა და მარიუპოლის ბრძოლებიდან ძალების სხვა ფრონტზე ხელახალი განლაგება ნაკლებად სავარაუდოა.
ჯეკ უოტლინგი, (გაერთიანებული სამეფოს სერვისების ინსტიტუტი) ამბობს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აკლია ცოცხალი ძალა და განსაკუთრებით ქვეითი, მისი თქმით რუსეთი ცდილობს აღადგინოს და გააერთიანოს მისი რამდენიმე უკვე დაზიანებული ქვედანაყოფები – სახელწოდებით “ფრანკენშტეინის ძალები”.
დაღლილი და ამოწურული ერთეულების, ერთეული ერთიანობა და მორალი სავარაუდოდ ცუდი იქნება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელმა შეფასებამ დაასკვნა, რომ რუსი მეთაურები ზეწოლას განიცდიან, რათა სწრაფად მიაღწიონ შედეგებს და შედეგად, სავარაუდოდ, გადაანაწილებენ ძალებს ადეკვატური მომზადების გარეშე.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ბრძოლის შედეგების “შემდეგ გაფუჭებას”. აცხადებენ, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა თავდაპირველი შემოჭრის ძალის დაახლოებით მესამედი, რომელიც მოიცავს დაღუპულ და დაჭრილ ჯარებს, ასევე განადგურებულ ან დაზიანებულ აღჭურვილობას.
უოტლინგის განცხადებით, რუსეთი ცდილობს მოაგვაროს სამხედრო დეფიციტი – მათ შორის 40 წელზე მეტი ასაკის რეზერვების მობილიზებით და მოკლევადიანი კონტრაქტების შეთავაზებით თავის რიგების შესავსებად. მაგრამ ჯარის მომზადებას და აღდგენას დრო სჭირდება.
მისი განცხადებით, უკრაინის შესაძლებლობები, შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მისი ძალები თავდაცვით პოზიციებზეა მიბმული.
ხანგრძლივი ომი
არავინ ფიქრობს, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდება. უკრაინა ჯერ ჩიხში არ არის. რუსეთი წინ მიიწევს – მაგრამ ძალიან ნელა. ამ ომის შედეგი კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალაზე იქნება დამოკიდებული.
რუსეთი ასევე ატარებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებს განიცდის, ამით როგორც უკრაინის ასევე დასავლეთის ეკონომიკა, უფრო მეტად ზარალდება და სავარაუდოდ კიდევ დაზარალდება.
მომავალი წლის განმავლობაში სავარაუდოდ რუსეთის მშპ 12%-ით შემცირდება, მაგრამ უკრაინის მშპ შესაძლოა 50%-ით შემცირდეს, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უკრაინას.
შემცირდება თუ არა საზოგადოების ინტერესი ომის მიმართ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება – ისევე როგორც ეს მოხდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა პირველად დაიკავეს დონბასის ნაწილები?
დასავლური ეკონომიკური, ისევე როგორც სამხედრო მხარდაჭერა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მსოფლიო კრიზისის გამოსაწვევად
დასავლეთის მთავრობებს ახლა ასევე უწევთ ფიქრი საკუთარ საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის ინფლაციის ზრდაზე, გაზისა და ნავთობის ფასების ზრდისა და ცხოვრების ხარჯების კრიზისის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით.
როცა ზამთარი მოახლოვდება, ჯარებს უფრო გაუჭირდებათ ბრძოლა, ხოლო მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს ეკონომიკური ქარიშხლის გატარება და სანქციების გაგრძელება.
გიორგი ახლოური