ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 16:08 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

უკრაინის პრემიერი – ჩვენთვის ნატო-ს ,,ღია კარი” საკმარისი არ არის

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ველოდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები იყოს. ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“. ეს ფრაზა უკრაინისათვის მრავალი წელია ისმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

„ჩვენი სამხედროები დღეს ნატო-ს აღჭურვილობით იბრძვიან, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ ნატო-ს სტანდარტებს, ანუ, პრინციპში, ჩვენ უკვე დე ფაქტო ვართ ნატო-ში. ბევრი ქვეყანა წევრიანდება ნატოში, რათა ჰქონდეს [ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა] Patriot-ი, [გერმანული ტანკი] Leopard-ი. დღეს უკრაინა უკვე ნატო-შია, ამ მხრივ. რჩება ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები, მართლაც, მიიღონ ამ სამიტზე“, – აღნიშნა შმიგალმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები