ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 3, 2025 16:38 საათი

თბილისი

Oct 3 - Fri
Tbilisi, GE
18°C overcast clouds

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში 14 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რომელსაც ამჟამად რუსები აკონტროლებენ, ოკუპანტებმა ავტობუსებიდან 14 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების ევაკუაციისთვის დღეს მელიტოპოლში 12 ავტობუსი მივიდა.

„მთელი ჰუმანიტარული დახმარება საოკუპაციო ჯარებმა წაიღეს – ეს არის 14 ტონა საკვები და წამალი. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომ ავტობუსები დაბრუნდნენ და მელიტოპოლის მცხოვრებლებმა ხვალ ზაპოროჟიეში წასვლა შეძლონ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის