ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე მიიჩნევს, რომ უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში რისკებს უქმნის დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობას. ინფორმაციას უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, არ არსებობს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა.
„ევროკავშირში გაწევრიანება არის ხანგრძლივი პროცესი. არ არსებობს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა, პროცესს თუ დავაჩქარებთ პროცესი პოლიტიკური გახდება“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.
მარკ რიუტე შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად პრივილეგირებული როლის მინიჭება სერიოზულ იმედგაცრუებას გამოიწვევს სხვა ქვეყნებში.
„ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, იმედგაცრუებული დარჩებიან. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – აცხადებს მარკ რიუტე.