ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

უნგრეთი რუსეთის ატომური ენერგიის მიმართ ევროკავშირის მიერ ინიცირებული სანქციების დაბლოკვას გეგმავს

უნგრეთი გეგმავს, რომ რუსეთის ატომური ენერგიის მიერ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ რუსეთის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანია Rosatom-ისთვის სანქციების დაწესება იყო, თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ პოტენციურ სანქციებს, რომლებიც ბირთვულ ენერგიაზე  გავლენას მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანების 27 წევრი ქვეყანა ამ მოთხოვნას დიდწილად მხარს უჭერს, უნგრეთი ამ დრომდე სანქციების დაწესების ყველა მცდელობას ბლოკავს.

ცნობისთვის, უნგრეთში რუსეთის მიერ აშენებული ატომური ქარხანა Rosatom-თან ერთად უნდა გაფართოვდეს, სწორედ ამიტომ ბუდაპეშტი რუსულ ატომურ ენერგიაზე სანქციების დაწესების წინააღმდეგ მიდის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები