ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 00:07 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის სანქციების შემოღების წინააღმდეგია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების წინააღმდეგია. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

კოვაჩის თქმით, მინისტრი სიიარტო არ ემხრობა ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შემოღებას.

„მათ თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გაბედა და სუვერენული მთავრობა აირჩია“, – ციტირებს კოვაჩი სიიარტოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის