ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 20:47 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
20°C clear sky

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ტრანსგენდერებისთვის სახელის შეცვლის აკრძალვის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს მიღებული კანონი, რომელიც ტრანსსექსუალებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში სახელის შეცვლას კრძალავს, ქვეყნის ძირითად კანონს არ ეწინააღმდეგება.

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო პირის დაბადებისთანავე აფიქსირებს მის ბუნებით დაყოლილ სქესს ნაცვლად მისი თვითიდენტიფიცირებული სქესისა (ან ორივეს ერთად), რომელიც მის გენდერულ იდენტობას შეესაბამება, სქესის შესაცვლელი მკურნალობის შედეგად, შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამართლებული“, – წერს საკონსტიტუციო სასამართლო თავის დადგენილებაში.

„ერთის მხრივ, პირს, ჯანმრთელობის დაცვის უფლებით შეუძლია  თავისი ბუნებითად დაყოლილი სქესის სამოქალაქო რეესტრში შეტანა მოითხოვოს, როგორც მის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია  ჯანდაცვის შესაბამის დაწესებულებაში წარსადგენად, რომელიც, შესაძლოა, მაგალითად, საჭირო გახდეს მისთვის სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად“, – წერია დადგენილებაში.

„მეორეს მხრივ, პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილის ან დამნაშავის სქესის შესახებ ინფორმაციის ქონის აუცილებლობა შესაძლოა, ასევე, სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკაში პირველ ადგილზე იყოს,  ისევე როგორც, სპორტისა და თუნდაც, შრომის შესახებ კანონებში“.

საკონსტიტუციო სასამართლო თავის დადგენილებაში ასევე, დასძენს, რომ „აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, პირის კონფიდენციალურობის შეზღუდვა სამოქალაქო რეესტრის პროცედურაში მისი სქესის მონაცემის სახით ჩაწერით, არ შეიძლება ჩაითვალოს არც არასაჭიროდ და არც არაპროპორციულად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული სასამართლო ინიციტივა უარყო“.

LGBT უფლებების მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც აღნიშნული საკითხი განსახილველად საკონსტუტუციო სასამართლოს თავად წარუდგინა, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ფუნდამენტური უფლებების ნაცვლად ტექნიკურ საკითხებზე იყო დაფუძნებული და დასძინა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ის საკითხს განსახილველად ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნიდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები