ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 5, 2025 17:47 საათი

თბილისი

Jun 5 - Thu
Tbilisi, GE
25°C scattered clouds

უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულნი

უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

„მოხარული ვარ ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელი შეხვედრით. უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით განაგრძობს წინსვლას. ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იდეის ერთგულნი“, – წერს ვიქტორ ორბანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის