ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 10:34 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ – ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა მას ეს არ სურდა – მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები

ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, ამის შესახებ მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, თუმცა მას ეს არ სურდა.

გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ნატო-ს წევრობაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, დასავლეთსა და რუსეთს შორის დადებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ ვლადიმერ პუტინს და ჯო ბაიდენს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმების დაცვის საკითხებში ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პასუხმა გერმანიის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, რადგან ცხადი იყო, მშვიდობის შენარჩუნების შანსები მცირდებოდა.

როგორც გამოცემა წერს, 15 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეხვედრა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართა. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება ნატო-ს მიმართ, რომ ალიანსმა რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში იარაღის სისტემები განათავსა და ასევე გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი ხალხია, რომელთა გაყოფა შემთხვევით, პოლიტიკური ჩარევით მოხდა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა პუტინს განუცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება არსებული საზღვრების აღიარებას, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ და როდის დადგინდა ისინი. გამოცემის ცნობით, შოლცმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს მიიღებს ევროპაში აღიარებული საზღვრების ცვლილებას და სანქციები იქნება სწრაფი და მკაცრი, ხოლო გერმანიასა და რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა დასრულდება.

გამოცემის ცნობით, 20 თებერვალს ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ეღიარებინა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან „კიევში ფაშისტებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება, ხოლო ნატო-მ არ უპასუხა მის მიერ ინიცირებულ უსაფრთხოების წინადადებებს და გეგმავდა ბირთვული რაკეტების განთავსებას უკრაინაში“.

ნოემბრის დასაწყისში, ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ეწვია მოსკოვს, რათა გაეფრთხილებინა, რომ აშშ თვლიდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის და თუ ის წინ წავიდოდა, მას ერთიანი დასავლეთის დამანგრეველი სანქციები დაემუქრება.

შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი უსაფრთხო ტელეფონით დაუკავშირდა პუტინს, რომელიც იმყოფებოდა შავი ზღვის კურორტ სოჭში. რუსეთის ლიდერს არ უცდია ბერნსის ბრალდებების უარყოფა. ამის ნაცვლად, მან მშვიდად წარმოთქვა პრეტენზიების სია, რომ შეერთებული შტატები წლების განმავლობაში უგულებელყოფდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე