სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, მთავარი საგამოძიებო უწყება ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
მისი განცხადებით, გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებს უკავშირდება.
„ვითხოვდით გამოძიებული ყოფილიყო 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც ჩვენ გვაქვს აღქმული, როგორც გარე ძალების დავალებით შესრულებული დაკვეთები, და რომელიც არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. წარვუდგინე მტკიცებულებები სუვერენიტეტის ხელყოფასთან, სახელმწიფოს ჩამოშლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს “ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სავარაუდო პერიოდი – ბოლო 13 წელია.