ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 01:09 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
4°C clear sky

ვაშინგტონმა მოსკოვთან  უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს – რუსეთის საგარეო უწყება

„ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

„რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობის შესანარჩუნებლად ? სწორი კითხვაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. უნდა შეწყვიტონ მუქარა რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს რიაბკოვი.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი- ვაშინგტონის ურთიერთობის დაძაბვა ამერიკული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არის განპირობებული.

 „ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლომდე მივიყვანოთ“, – დასძინა რიაბკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის