ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 9, 2025 22:28 საათი

თბილისი

Sep 9 - Tue
Tbilisi, GE
24°C overcast clouds

ვაშინგტონმა საქართველოს სუვერენული განვითარების უფლება არ მისცა – ვოლოდინი

„ვაშინგტონმა საქართველოს არ მისცა უფლება, რომ გახდეს სუვერენული ქვეყანა.“- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა: რა ხდება, რომ ამ კანონმა ამდენი დაპირისპირება გამოიწვია? მით უმეტეს, რომ აშშ-ში ასეთივე კანონი 85 წლის წინ მიიღეს და ის დღემდე მუშაობს“ – დაწერა ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე.

ვოლოდინის თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო იმ თანხის შემოდინებას გააკონტროლებდა, რაც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოდის და რომელიც ანტიქართულ დღის წესრიგს ქმნის.

„ვაშინგტონმა ქუჩაში ხალხი გაიყვანა. საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა. ოღონდ არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებული შტატების სურვილს“, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა უცხო ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის