ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 17:12 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
26°C scattered clouds

ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა გაზრდილ ეკონომიკურ ციფრებზეც საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ ინვესტიციების შემოსვლას პრობლემა შეიძლება შეექმნას და დასავლეთთან დაძაბულობის გამო, ქვეყანას ეკონომიკურ ნაწილში გაუჭირდეს.

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა. ერთი ინვესტიცია ვერ შემოვატანინეთ წლებია.

მესამე წელია, ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელსაც, მათ შორის, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. უკვე მესამე წელია, 9,9%-მდე გვაქვს ეკონომიკური ზრდა.

შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა წლის დასაწყისში თქვეს, რომ 5%-მდე იქნებაო და ახლა გაზარდეს 9%-მდე გვაქვს მიმდინარე წლიური ეკონომიკური ზრდა.

ყველა ინდექსით ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კორუფციის ინდექსი. ყველა მაჩვენებლით ვასწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. ასე, რომ არავის დავაჩაგვრინებთ თავს“, – აღნიშნავს ზარქუა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის