უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიერ ორგანიზებულმა რეფერენდუმმა მას საშუალება მისცა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში შეეჩერებინა.
ამასთან ერთად, როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ხედავს და ესმის უკრაინელების გმირული ბრძოლის.
„ჩვენ აგრეთვე ვხედავთ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ ისე, რომ თავად არ გავნადგურდეთ. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც გავანადგურებდით. ჩვენ უმალ ჩაგვითრევდნენ რუსეთთან ომში და ის ევროკავშირის ტერიტორიას, მათ შორის უნგრეთს მოედებოდა“, – თქვა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინ გამოქვეყნებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე, რომელთა თანახმადაც უნგრელების 95%-მა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა კიევის გაწევრიანების გეგმა შეაჩერა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინა უნებურად არის „გაურკვეველი წარმონაქმნი“.
„ჩვენ არც კი ვიცით, რა არის უკრაინა დღეს, სად გადის მისი საზღვრები. ასეთი საფრთხე ყოფილი საბჭოთა კავშირის ბლოკის სხვა ქვეყნებსაც ემუქრებოდა. ამიტომაც ისინი ჯერ ნატოში მიიღეს, რადგან ალიანსს მათი საზღვრების გარანტირება შეეძლო. ხოლო შემდეგ ასეთი ქვეყნები ევროკავშირში მიიღეს“, – თქვა ორბანმა.
მან დასძინა, რომ უკრაინის მიღება ნატოში არ შეიძლება, რადგან ეს ომის დაწყებას