უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში შეხვდა.
ორბანის ცნობით, დონალდ ტრამპის გარდა, ის ილონ მასკსა და მაიკლ უოლცსაც შეხვდა. მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპმა სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა, ხოლო მაიკლ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩევლად განიხილება.
„აშშ დღეს. მომავალი დაიწყო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.