ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 6, 2022 07:53 საათი

თბილისი

ოქტ 6 - ხუთ
Tbilisi, GE
20°C overcast clouds

ვისთვის შენარჩუნდება უფასო პისიარ-ტესტირება

ქვეყანამ უკვე გადაიარა კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი, რომელიც 2 თებერვალს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 26 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს. მისი თქმით,  უკვე ერთი თვეა შემთხვევები მცირდება და უმჯობესდება სხვა პარამნეტრებიც, რომლითაც შეგვიძლია შევაფასოთ პანდემიის მიმდიანრეობა. კერძოდ, ეს ინდიკატორებია აქტიური შემთხვევების, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი. ივანე ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეების, ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირება იქნება მინიმუმამდე შემცირებული. რა იქნება ეს მინიმალური მაჩვენებელი – ეს, ივანე ჩხაიძის თქმით, მარტის პირველი ნახევრის სტატისტიკის საფუძველზე უნდა გაირკვეს და, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში იქნება შესაძლებლობა ვთქვათ, რომ მე-6 ტალღა დასრულდა.

რაც შეეხება სახრელმწიფოს მიერ პისიარ ტესტების დაფინანსების შეწყვეტას, ივანე ჩხაიძე ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც პისიარ ტესტირება საეჭვო კონტაქტების შემდეგ ან გეგმიურად კეთდებოდა რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. იმ რეალობიდან გამომდინარე კი, რაც ახლა გავქვს, უნდა დარჩეს მხოლოდ შერჩეული ჯგუფები, სადაც პისიარ ტექსტირება გაკეთდება, ეს ჯგუფებია, მაგალითად, მასწავლებლები და მედიკოსები.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის დიაგნოზი, დიდ უმრავლესობაში, კლინიკური ნიშნების არსებობის პირობებში, სწრაფი ტესტებით ისმება. უსიმპტომობის შემთხვევებში კი სწრაფი ტესტის ეფექტიანობა დაბალია.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ახლა, როცა მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები და კლინიკების გადატვირთვის რისკი შემცირებულია, პისიარ ტესტირების დაფინანსების შეწყვეტა გამართლებული გადაწყვეტილებაა

მისი განცხადებით, ახლა კორონავირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, რადგან ის არ გაქრება. მისივე თქმით, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს აქვთ წვდომა უფასო ვაქცინაციაზე.

„თუ გსურთ დაცულად იგრძნოთ თავი, სახელმწიფო გთავაზობთ უფასო ვაქცინაციას. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ მოსახლეობას  არჩევანი არ აქვს. მოსახლეობას ვაძლევთ არჩევანს,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები