ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 01:50 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
22°C clear sky

„Vkontakte-ს ანგარიში გამიტეხეს, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე მისი სახელით გამოქვეყნებულ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და მოლდოვის ოკუპაციის შესახებ გაკეთებული განცხადების ავტორი თავად არ ყოფილა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ჰაკერული თავდასხმა ხდება. არავინ არ არის დაცული მათგან. ერთ დროს და როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მომიწია მსგავს თავდასხმებთან გამკლავება. ეს არის საინფორმაციო ომის გამოვლინება.

ასეთი „სამუშაოს“ მეთოდები ასევე აშკარაა – ცნობილი პიროვნების სახელით მეზობლების მიმართ რაიმე უხეში ან მგრძნობიარე განცხადების გაკეთება, თამაში ისტორიულ მიწებზე, ეს ამ განზრახვის ავტორების „აგრესიული გეგმებია“, – განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბარი იყო უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. იგი გამოქვეყნებიდან 10 წუთში წაიშალა.

„1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, – ვკითხულობთ წაშლილ პოსტში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები