ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 4, 2025 07:32 საათი

თბილისი

Aug 4 - Mon
Tbilisi, GE
25°C clear sky

ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში ერთმანეთს შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა 31 ოქტომბერს სოჭშია დაგეგმილი – იტყობინება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ფაშინიანი პუტინთან და ალიევთან შეხვედრაში, განაცხადა –  “დიახ, წავა. ჩემი ინფორმაციით, წავა”.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრაღაში შეხვედრისას, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი რუსეთში სამმხრივ შეხვედრაზე მიიწვია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის