ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 00:34 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

„ვლადიმერ პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არის პირობები“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს, თუ ისინი სხვა თხოვნას გამოთქვამენ საუბრის მოწყობაზე. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ შემოგვთავაზონ სერიოზული მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და სრულად გაითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ესაუბროს დასავლეთს, თუკი ის მიმართავს რუსეთის ფედერაციას „რეალისტური წინადადებებით, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, რომელიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ამაში რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები