ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:10 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

ვლადიმერ პუტინმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ინსტიტუტის შექმნა დაავალა, სადაც ლგბტ პირთა ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა მოხდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ინსტიტუტის შექმნა დაავალა, სადაც ლგბტ პირთა ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა მოხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა, სადაც სქესის შეცვლის კანონის განხილვა მიმდინარეობდა.

„არსებობს პრეზიდენტის მითითება, რომ ჩვენი ფსიქიატრიის ფედერალური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას ლგბტ და სხვა პირთა ფსიქიატრიული შესწავლის ცენტრი. ამაზე მეცნიერული კვლევები ჩატარდება“, – განაცხადა მურაშკომ.

მიხეილ მურაშკოს თქმით, ადამიანის მიერ სქესის შესაცვლელად მხოლოდ მისი სურვილი საკმარისი არ არის. ამისთვის „მაღალი დონის კონსილიუმის“ გადაწყვეტილება უნდა იყოს აუცილებელი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები