ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 8, 2022 14:24 საათი

თბილისი

დეკ 8 - ხუთ
Tbilisi, GE
3°C overcast clouds

„ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე მუშაობენ.

„ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წარმოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. დღეს შემიძლია დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალური ფასის ლიმიტს G7-თან და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს“, – განაცხადა ლაიენმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები