ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 14:59 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს

არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად არ სჯერა პუტინის მიერ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ “ამ კაცის თავში ჩახედვა არ შეგვიძლია, არის რისკები”.

მისი თქმით, პუტინის მუქარას აყოლა არ შეიძლება.

„ხვალ პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა ჩვენ ასევე პოლონეთის ნაწილი გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ კომპრომისებზე წასვლა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები