ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა

ვასრულებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის. ზოგადად, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა ამ სიტყვის სრული გაგებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ველოდებით სიახლეებს უკრაინისთვის. ჩვენ ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისგან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუტებსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ თანამშრომლობის დონეს, ისევე როგორც ჩვენს პროგრესს. პროგრესს, რაც აშკარაა სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ახალ რეფორმებს ამზადებს, რომლებიც მრავალმხრივ შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას და გახდის მას უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები