ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკი – „მოლაპარაკება რუსეთთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ რუსი ჯარისკაცები თავის სამშობლოში დაბრუნდებიან“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს, მაგრამ რუსეთთან კომპრომისების შესაძლებლობა მან გამორიცხა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება, კომპრომისისთვის მზად უნდა იყოს? რუსი ჯარისკაცები თავს მიწაზე უნდა დაბრუნდნენ. ისინი უნდა წავიდნენ. ეს არის ომის გაჩერების ერთადერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთთან კომპრომისი უკრაინის ტერიტორიის ნაწილი იქნება, ყველა კონტინენტზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტერიტორია ამ მომენტიდან საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ზელენსკი ასევე გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე დისკუსიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს.

„თავისუფლება არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და მას არავინ დათმობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსხვილი ქვეყნების ლიდერები ამისკენ ჩვენს იძულებას შეეცდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები