უკრაინის აღსადგენად 3 ტრილიონზე მეტი დოლარის დახარჯვა გახდება საჭირო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო საგამოფენო ბიუროსადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა უკრაინაში მუშავდება სისტემა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევს „ხელმძღვანელობა“ აიღოს ქალაქებსა ან საწარმოებზე.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ინტერესს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, გერმანიის, ფინეთის, დანიის, იტალიის, თურქეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, სლოვენიის, ლატვიის, ესტონეთის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, აშშ-ის, იაპონიისა და ავსტრალიის მხრიდან და ეს ჯერ კიდევ სრული სია არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.