სწრაფვა ორმხრივი თანამშრომლობისკენ ჩვენ მიერ არაერთხელ არის დადასტურებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ჩვენი ფასეულობები, სტრატეგიული ხედვები, მიმართულებები ერთმანეთს ზედმიწევნით დაემთხვა – ასე გამოეხმაურა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ ღია წერილს.
ვოლსკის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის სასურველი მიმართულებაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების რესურსები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს შესაძლებლობები, მაგრამ, რასაკვირველია, ამ რესურსების მქონე ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა არის ჩვენთვის სასურველი მიმართულება. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ უშველებელი საფრთხეები, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად ქმნის „დიფ სთეითი“. სწორედ მათი ბერკეტებია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.