ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 18, 2025 07:37 საათი

თბილისი

Sep 18 - Thu
Tbilisi, GE
16°C light rain

ვოლსკი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე: ღირსების შელახვა არ უნდა ეპატიოს, არც ადგილობრივს, არც უცხოელს

„არ შეიძლება, უცხოელი შემოდიოდეს საქართველოში, ასე თავისუფლად გამოდიოდეს მიტინგზე და ახალგაზრდებს მოუწოდებდეს, ყველა ზომა და ფიზიკური ძალა გამოიყენონ იმისათვის, რათა მეორე ქართველის სისხლი დაღვარონ, სახელმწიფოს შეუტიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ღირსების შელახვა არავის უნდა ეპატიოს.

„სახელმწიფოა საქართველო – უშველებელი ისტორიით, უშველებელი პრობლემებით, დღევანდელი გამოწვევებით და რასაკვირველია, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას ყველა შემთხვევაში. არ შეიძლება, უცხოელი შემოდიოდეს საქართველოში, ასე თავისუფლად გამოდიოდეს მიტინგზე და ახალგაზრდებს მოუწოდებდეს, უნდა მიიღონ ყველა ზომა, ფიზიკური ძალა გამოიყენონ იმისათვის, რათა მეორე ქართველის სისხლი დაღვარონ, სახელმწიფოს შეუტიონ. ღირსების შელახვა არ უნდა ეპატიოს, არც ადგილობრივს, არც უცხოელს“, – აღნიშნავს ვოლსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის