ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 18:32 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

ვფიქრობ, გერმანიის მთავრობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ეს დიდი სკანდალია და უნდა გავარკვიოთ. უნდა შევწყვიტოთ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის სისტემა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი მალტე კაუფმანი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გერმანიის ხელისუფლება კონკრეტულ კითხვებს გაურბის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მისი ინფორმაციით, გერმანიამ საქართველოში წინასაარჩევნოდ მილიონზე მეტი ჩარიცხა.

როგორც კაუფმანი „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, ზუსტად უნდა იცოდნენ, საქართველოში გადარიცხული თანხა კონკრეტულად რაში გამოიყენეს.

„ვფიქრობ, აშკარაა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, რათა ანტისამთავრობო განწყობები შეიქმნას. ამას ვხედავთ, ვინაიდან საარჩევნო წელს საქართველოში 800 ათას ევროზე მეტი გადაირიცხა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კი – 500 ათასი ევრო, რაც ორჯერ აღემატება წინა წელს გაგზავნილ თანხას. ვფიქრობ, გერმანიის მთავრობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გვითხრეს, რომ კი, გერმანიის საელჩო ამაში მონაწილეობდა. გვსურს დავადგინოთ კონკრეტულად როგორ იყო ჩართული, ვის მისცეს ფული და რა პროექტებზე დაიხარჯა თანხა. არ გვიმხელენ ამ პროექტების მიზნებს და ამბობენ, რომ კონფიდენციალურია, თუმცა აქ გერმანელი ხალხის გადასახადების გამოყენებაზეა საუბარი და გვსურს ზუსტად ვიცოდეთ საქართველოში გადარიცხული თანხა კონკრეტულად რაში გამოიყენეს. ეს დიდი სკანდალია და უნდა გავარკვიოთ. უნდა შევწყვიტოთ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის სისტემა“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

 

გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის