ტელეკომპანია სეზონი

მარტი 30, 2025 13:25 საათი

თბილისი

Mar 30 - Sun
Tbilisi, GE
23°C clear sky

Washington Post – პენტაგონი ცვლის თავის სტრატეგიას: აშშ ტოვებს ევროპას და ემზადება ომისთვის ტაივანის გამო

პენტაგონი ცვლის თავის სტრატეგიას, შეერთებული შტატები ტოვებს ევროპას და ტაივანის გამო ომისთვის ემზადება, – აღნიშნულის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა დაამტკიცა ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც მთავარ საფრთხედ ჩინეთს ასახელებს და არა რუსეთს.

The Washington Post-ის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი აპირებს ფოკუსირება ამ ეტაპზე ტაივანზე მოახდინოს.

„საკვანძო ცვლილება: თუ ბაიდენის დროს აქცენტი „რუსული აგრესიის წინააღმდეგობაზე“ იყო გაკეთებული, ახლა შეერთებული შტატები სთხოვს ევროპელ მოკავშირეებს დამოუკიდებლად უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება ამერიკული ჯარების პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე.

ახალი კურსი მოიცავს ფართომასშტაბიან მომზადებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის.

22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ტაივანს სამხედრო დახმარება გაუწია. იარაღის მიწოდებაზე 870 მილიონი დოლარი დაიხარჯა“, – იტყობინება მედიასაშუალება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის