ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ზაქარეიშვილი – ჩვენ ომი არ გვინდა“, „მშვიდობა გვინდა“, ამ სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც რუსეთი ჰქვია

ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკა, აუცილებლად რუსულ პოლიტიკასთან მიგვიყვანს. ჯოჯოხეთი არის დღეს რუსეთი. კეთილი სურვილები, „ჩვენ ომი არ გვინდა“, „მშვიდობა გვინდა“, ამ სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია,- განაცხადა კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

„სამხედრო დახმარების ნაწილში რაღაც მაინც უნდა გაგვეკეთებინა. რა გახდებოდა, 2-3 სახანძრო მანქანა გაგვეშვა ან სასწრაფო დახმარების მანქანა, რაკეტებს ისვრის თუ რა?!

გვავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ისეთივე სახელმწიფო გვაქვს, როგორც უკრაინა. ჩვენ მსოფლიო კი არ ვართ, რომელიც უკრაინას ეხმარება, ჩვენ ვართ უკრაინა, რომელსაც მსოფლიო ეხმარება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები