ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 14, 2025 20:47 საათი

თბილისი

Jan 14 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

ზარქუა: სააკაშვილზე რა უნდა გითხრათ, ვერ არის კარგად, ილაპარაკოს რაც უნდა, გიჟია

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სააკაშვილი წარსულია და მისი ბელადომანიაც დამთავრებულია საქართველოში.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებიც კი ნეგატიურად არიან სააკაშვილის მიმართ განწყობილები.

„სააკაშვილზე რა უნდა გითხრათ, ვერ არის კარგად. ახლა სააკაშვილი რატომ უნდა გახსოვდეს ან რატომ უნდა ვახსენოთ, მიტინგზეც კი ვინმემ რომ ახსენოს, შეიძლება პიროტექნიკა მიუშვირონ. იყოს და ილაპარაკოს რაც უნდა, გიჟია.

სააკაშვილი და მისი ბელადომანია დამთავრდა საქართველოში. თავის პარტიას არ ახსოვს და მე რატო მახსოვდეს, დრო არ დავკარგოთ, სააკაშვილი წარსულია“, – აღნიშნავს ზარქუა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის