ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 25, 2025 18:47 საათი

თბილისი

Jun 25 - Wed
Tbilisi, GE
27°C clear sky

ზარქუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე: ხაზი გავუსვით და ვახსენეთ, ვინ მავნებლობდა, ვინ იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, საქართველომ ეს გვარები და სახელები უნდა იცოდეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც გივი მიქანაძე და მაკა ბოჭორიშვილი წლების განმავლობაში ქვეყნის ევროინტეგრაციის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებდნენ.

ზარქუამ გაიხსენა, რომ პარლამენტის წევრი ოპოზიციონერები ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესის დაზიანებას ცდილობდნენ, შემდეგ კი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ.

მისი თქმით, ეს მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, რადგან კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას და უკრაინას, რომლებსაც საქართველო რეიტინგებში უსწრებდა, ხოლო საქართველოს დაუგვიანეს.

„ამის შემდეგ ეს მავნებლობა მეტად გაგრძელდა. გახსოვთ, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ორივე სახელმწიფოს, რომლებიც კორუფციით, ადამიანის უფლებების დარღვევით, ბიუჯეტის არაგამჭვირვალობით, უბედურებით, ტრაგედიებით, ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ. არის საერთაშორისო რეიტინგები და იქიდან ვიცით, რას წერდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.

მათ მოლაპარაკება გაუხსნა ევროკავშირმა, ხოლო საქართველო დღემდე მოლოდინის რეჟიმია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვით და ვახსენეთ, ვინ მავნებლობდა, ვინ იყო საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ – იქნებოდა ეს ევროკავშირი, ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ოკეანეს გაღმა.

ასე რომ, საქართველომ ეს გვარები და სახელები უნდა იცოდეს. ნაწილი იციან, მაგრამ მეტად უნდა შევახსენოთ, ვინ მავნებლობდა და ვინ იბრძოდა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზარქუამ.

მისივე თქმით, დღემდე მავნებლობენ ლობისტური ჯგუფების მიერ წახალისებული ევროპარლამენტარებიც, რომლებიც ყველაფერ აკეთებენ, იმისთვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს შედეგი ვერ მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგები საპირისპიროს ამბობენ.

„საქართველო მთელი ასი თავით უსწრებს წინ ამ კანდიდატ სახელმწიფოებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა დასაჯონ საქართველო. რატომ? იმიტომ რომ გარკვეულ ჯგუფებს, მათ პარტნიორებს, ლობისტურ ორგანიზაციებს, უნდათ აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც 2003 წელს“,- დასძინა ზარქუამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის