ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 04:03 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
8°C clear sky

ზელენსკი აცხადებს, რომ არიან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისზე წასვლისკენ უბიძგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არიან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისზე წასვლისკენ უბიძგებენ.

კითხვაზე, უბიძგებენ თუ არა მას რუსეთთან კომპრომისზე წასვლისკენ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა [ამას]. ახლა არ მინდა ჩემი შეფასების გაკეთება, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს. ჩვენ უკვე ვიყავით იქ [რუსეთთან მოლაპარაკებები]. ჩვენთვის იქ ახალი არაფერია. მე უკვე ვიცი, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ამიტომაც არ მინდა დასასრულს დაველოდო, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ „მეზობელთან“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები