ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 10:00 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

ზელენსკი: ორბანს შეუძლია, პუტინთან ფლირტი გააგრძელოს

„ვიქტორ ურბანს შეუძლია, პუტინთან ფლირტი გააგრძელოს, თუმცა მას რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არჩევანის გაკეთება, მაინც მოუწევს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი რუსეთის ფედერაციის გავლენების გამო, საფრთხეს გრძნობს და „ეშინია“.

„ამ ვითარებაში, ორბანს მოუწევს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მას შეუძლია თქვას, რომ მე უნგრეთს ვირჩევ, მაგრამ უნგრეთი ამ დანარჩენი სამყაროს ნაწილია, ისინი ევროკავშირში არიან და ჩვენ ნამდვილად გვესმის, რომ ეს ევროპული სახელმწიფოა. ურბანს შეუძლია ფლირტი გააგრძელოს, მას სჭირდება იაფი ენერგორესურსები და არამარტო… ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მას ეშინია, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ შეიძლება განაწყენდეს და თქვას, რომ ეს ასე არაა. მას ეშინია, უნგრეთზე რუსეთის ფედერაციის გავლენების გამო. ვფიქრობ, ის ამას არ გააკეთებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მისი განცხადებით, ვიქტორ ორბანი ამ პროცესს არ დაბლოკავს, რადგან ეს არის რუსეთის სრული და ღია მხარდაჭერა იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები