BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია. თუმცა, მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება – რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ გაიგო: თუ ვერ დაიკავებთ დედაქალაქს, თუ ვერ დაიკავებთ კიევს, ვერ დაიკავებთ უკრაინას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ის აზრები, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძლიერები ვართ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები და ამიტომ ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს უკრაინის სახელმწიფოს.