ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 13:33 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

ზელენსკი რომის პაპს შუამავლობას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს ესაუბრა და შესთავაზა, რომ ვატიკანმა რუსეთთან ომის დასრულებაში შუამავლის როლი შეასრულოს. 

როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტშია აღნიშნული, მან პონტიფიკოსს უთხრა, თუ როგორ ბლოკავენ და ცეცხლს უხსნიან რუსი აგრესორები მშვიდობიან მოსახლეობას მწვანე დერეფნების გავლის დროს. 

ზელენსკიმ პაპთან საუბარში დასძინა, რომ „დაფასებული იქნება მისი როგორც შუამავლის როლი ადამიანების ტანჯვის დასრულებაში“. 

უკრაინის პრეზიდენტი მას შემდეგ ესაუბრა რომის პაპს, როცა ორშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების ადგილი იერუსალიმი ყოფილიყო. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის