ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 12:29 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
13°C clear sky

ზელენსკი უკრაინიდან წასული კაცების დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მოკავშირეებმა უარი უთხრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნიდან წასული კაცების დაბრუნებას ცდილობდა, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, რადგანაც ჯარში წასვლა არ სურდათ. ამასთანავე, სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ მოკავშირეებისგან უარი მიიღო.

ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი და ჩეხეთი, მუშახელი სჭირდებათ, შესაბამისად, მათ უკრაინელი კაცების სამშობლოში დაბრუნება არ აწყობთ. ზელენსკის კი სჭირდება მუშახელი, რათა რუსეთის მიერ დანგრეული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდეს.

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში საკუთარი სახლები 17 მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათგან 6 მილიონი საზღვარგარეთ, ლტოლვილის სტატუსით რჩება. უკრაინის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან კიდევ 400 000 ადამიანის წასვლაა მოსალოდნელი.

ზელენსკის თხოვნაზე ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა პოლონეთი და უნგრეთი, უპასუხეს, რომ ომის დასრულებამდე ისინი უკრაინელ ლტოლვილებს სახლში არ დააბრუნებენ.

ევროპაში მცხოვრებ უკრაინელთა 80% საკუთარ თავს თვითონ უზრუნველყოფს. მათი უმრავლესობა მუშაობს. პოლონეთში, მაგალითად, გასულ წელს მშპ-ის 1,1% სწორედ უკრაინელმა ლტოლვილებმა შექმნეს.

ჩეხეთში მიმდინარე წელს უკრაინელმა ლტოლვილებმა ბიუჯეტში ორჯერ მეტი გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე სოციალური შემწეობა მიიღეს. ჩეხეთის შრომის სამინისტროს ცნობით, ბევრი ჩეხური კომპანია უკრაინელ მუშებზეა დამოკიდებული. მათ გარეშე, მაგ. სამშენებლო სფერო შეიძლება მთლიანად გაჩერდეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები