ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 08:29 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
6°C clear sky

ზელენსკი: უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია

უკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით, – განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ნაციონალურ ტელევიზიაზე საუბრისას მან თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე
თუმცა, მან დასძინა, რომ ომი მხოლოდ “მოლაპარაკების მაგიდასთან” შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს.

იმავდროულად, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკში და მის მიდამოებში, რადგან რუსული ძალები აძლიერებენ ძალისხმევას ლუგანსკის ოლქის მთლიანად ხელში ჩაგდების მიზნით.

სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ბრძოლების დასრულებამ გაათავისუფლა რუსული ჯარები სხვაგან გადანაწილებისთვის და საშუალება მისცა გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთში.

ადგილობრივმა გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ სევეროდონეცკი ალყაშია და რუსები მას „ანადგურებენ“.

მისი თქმით,  უკრაინულმა ჯარებმა ფრონტის ხაზზე 11 თავდასხმა მოიგერიეს და რუსულ მანქანებს შორის რვა ტანკი გაანადგურეს.

BBC-ის კორესპონდენტმა ჯეიმს უოტერჰაუსმა თქვა, რომ რუსეთმა გაზარდა საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები, ასევე სარაკეტო თავდასხმები – ლუგანსკში მილი-მილი იკლებს მიწას, ხოლო უკრაინელები იძულებულნი არიან უკან დაიხიონ.

სატელევიზიო მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კონფლიქტი “სისხლიანი იქნება, იქნება ბრძოლა, მაგრამ ის საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ დიპლომატიის გზით”.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან არც ერთ მხარეს არ სურს რაიმეს დათმობა.

 

კიევის წამყვანმა მომლაპარაკებელმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

მეორე დღეს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადანაშაულა კიევის ხელისუფლება იმაში, რომ არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება საომარი მოქმედებების დასასრულებლად.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბოლო შეხვედრა თითქმის ერთი თვის წინ, 22 აპრილს შედგა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები