ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 12:27 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
18°C clear sky

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება – უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღის შესახებ“, რომელიც უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უკრაინა, როგორც ცივილიზებული, მშვიდობიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, პატივს სცემს ყველას, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ისევე როგორც ყველა მსხვერპლის ხსოვნას, ვინც დაზარალდა ომის შედეგად.

„უკრაინის მოქალაქეებისთვის ვალდებულებაა ახსოვდეთ, რა უზარმაზარი დანაკარგის ფასად იქნა მიღწეული გამარჯვება ნაციზმზე“, – აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის